კახა კოჟორიძე და გიორგი კვერენჩხილაძე მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 17:39 | 14.12.2015
ნანახია: 1636

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"  შეხვდნენ.

პრეზიდენტის მრჩევლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს.  

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისათვის  ამ საკითხზე,  კანონში შესატანი ცვლილებები განსაკუთრებული ინტერესის  საგანს წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე