ტრამპი უახლოესი 5 წლის განმავლობაში, მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების გაგზავნას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 27.03.2019
ნანახია: 759

აშშ-ის პრეზიდენტმა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მთვარეზე ამერიკელების გაგზავნა მოითხოვა.  

 დონალდ ტრამპმა ნასას დაავალა ნებისმიერი საშუალებებით უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ასტრონავტები გაგზავნოს. ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.  

 „პრეზიდენტის დავალებით, შეერთებული შტატების ადმინისტრციის მიზანს წარმოადგენს მთვარეზე ამრეიკელი ასტრონავტების დაბრუნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პენსმა აშშ-ის ეროვნული კოსმოსური საბჭოს სხდომაზე.

პენსის თქმით, რომელიც ეროვნულ კოსმოსურ საბჭოს ხელმძღვანელობს და აშშ-ის კოსმოსურ პოლიტიკას კურირებს, ტრამპმა ნასას და მის ხელმძღვანელს ჯიმ ბრაიდენსტაინს დაავალა ამის ნებისმიერი საშუალებებით მიაღწიოს. ვიცე-პეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნეში მთვარეზე გაგზავნის ადამიანებს, ხოლო პირველი ქალი და შემდეგი მამაკაცი მთვარეზე იქნებიან ამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც ამერიკული რაკეტით ამერიკის მიწიდან გაფრინდებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე