დონალდ ტრამპი იენს სტოლტენბერგს 2 აპრილს, თეთრ სახლში შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 27.03.2019
ნანახია: 751

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2 აპრილს, თეთრ სახლში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანს თეთრ სახლში 2019 წლის 2 აპრილს მიიღებს. პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ყურადღებას გაამახვილებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, როგორც საერთაშორიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომავალ კვირას ვაშინგტონში გაიმართება ნატოს მინისტერიალის შეხვედრა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე