კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 16:40 | 26.03.2019 ნანახია: 923
თბილისის მერი კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ სავაჭრო სივრცე დაათვალიერა, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, „აქსის თაუერსის“ პროექტი დედაქალაქში მაღალი სტანდარტებით, სწორად შენების მაგალითს წარმოადგენს და მასში, „თანაინვესტირების ფონდმა“ 100 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავს პროექტებს, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას ემსახურება, თბილისის მერიისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. „აქსის თაუერსი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ბიზნესცენტრი განთავსდება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც „აქსისის“ აღნიშნული პროექტის განხორციელება იწყებოდა, მახსოვს სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც სამშენებლო ტერიტორიიდან მანქანებით გატანილი მიწის რაოდენობაზე სიამაყით გვიყვებოდნენ. მათი თქმით, ტერიტორიიდან გატანილი მიწით, ერთ რიგში ჩამწკრივების შემთხვევაში, თბილისიდან ბათუმამდე გზა დაიფარებოდა. ამით გვეტრაბახებოდნენ, თუმცა პროექტი მათივე ხელისუფლების პირობებში გაჩერდა და „თანაინვესტირების ფონდმა“ სწორედ დღეს მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, პროექტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამაში ფონდმა 90 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული პროექტი ადრე, ძველი ხელისუფლების მიერ თანამედროვე სტანდარტებით მშენებლობისა და განვითარების სიმბოლოდ იყო წოდებული. დღეს კიდევ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, აღნიშნულ პროექტს ჩირქი მოსცხონ, განვითარება და შენება კი ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ჩვენ გვჭირდება მეტი მსგავსი პროექტი, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის დაცვით განხორციელებული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცეში ფუნქციონირება უკვე დაიწყო ჰიპერმარკეტმა „აგროჰაბმა“, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებაა. „აქსის თაუერსი“ ხუთ დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. შენობაში ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.
„აქსის თაუერსი“ 65 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. აქედან 50 000 კვ.მ კომერციულ და რეკრეაციულ სირცეებს ეთმობა. „აქსის თაუერსი“ საკუთარი „წითელი ხაზების“ ფარგლებში, 2500 კვ.მ ფართობზე კეთილმოაწყობს და განათავსებს სარეკრეაციო სირცეებს, საფეხმავლო ნაწილს, ქუჩას კაფე-ბარებით, სკვერს და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის არაერთ ადგილს.
„აქსის თაუერსი“ ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილ ქართულ პროექტს წარმოადგენს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















