დღეს ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 10:10 | 26.03.2019 ნანახია: 897
26-27 მარტს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება და 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელს და დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლებს. კონფერენციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ.
ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერვენციების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ზიანის შემცირების სერვისებს ასევე დადებითი გავლენა აქვს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორებიცაა აივ ინფექცია და C ჰეპატიტი.
ზიანის შემცირების პროგრამების განვითარება პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. საქათველოში არსებული ნარკოპოლიტიკა კი რეპრესიულია და ზღუდავს ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების მომსახურებებზე, წარმოადგენს რა ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს.
ამ ფონზე განსაკუთრებით საშიში ხდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია და ყოველდღიურად იწირავს ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანების სიცოცხლეს საქართველოში, საპასუხო ქმედებები კი ფაქტიურად არ არსებობს.
ამ დრომდე ნარკომომხარებელთა საჭიროებებისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია ‘გლობალური ფონდი’ ზრუნავდა, თუმცა მალე მისი დაფინანსება საქართველოს შეუწყდება, სახელმწიფო კი არ იზიარებს ვალდებულებას, ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
კონფერენცია კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანების ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ღია საზოგადოების ფონდი და ‘მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში’.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















