საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 14.12.2015
ნანახია: 1572

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ქვეყნის პირველ პირს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის- დანიის სამეფოს, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის,  ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის,  ჩილეს რესპუბლიკის, ფიჯისრესპუბლიკის, სან მარინოს რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარებისპერსპექტივები განიხილეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე