საფრანგეთში მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:46 | 25.03.2019
ნანახია: 1121

საფრანგეთში მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინციდენტი ქალაქ რენში მოხდა.
დაკავებული 41 წლის მამაკაცია.

ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა დანით ასევე  საქართველოს მოქალაქე გულის არეში დაჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინციდენტის შემდეგ დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც მანქანით მიმალვას ცდილობდნენ. ერთ-ერთ მათგანს მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი, მეორემ კი მოწმის სტატუსი მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე