საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.03.2019
ნანახია: 1037

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე