დონალდ ტრამპმა თავისი ხელფასიდან 100 ათასი დოლარი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ჩაურიცხა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 19.03.2019
ნანახია: 804

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს წლიური ხელფასიდან 100 ათასი დოლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა.

 „იმის მიუხედავად, რომ მედიას არ უყვარს ამის შესახებ საუბარი და მათგან ეს არც მჭირდება, წლის განმავლობაში ჩემს წლიურ ხელფასს - 400 ათას დოლარს სხვადასხვა უწყებას გადავცემ. ამას (100 ათას დოლარს) ვურიცხავ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს“, - დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი არჩევნებში გამარჯვებისთანავე თქვა და განაცხადა, რომ ხელფასის სახით, ის მხოლოდ ერთ დოლარს აიღებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე