მალიში ისლამისტების თავდასხმას 21 სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 18.03.2019
ნანახია: 798

სულ მცირე 21 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მალიში სამხედრო ბაზაზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დიურას დასახლებულ პუნქტში მოხდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ნაპოვნია 21 ცხედარი.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ განახორციელა. დაჯგუფების სახელწოდება არ სახელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე