ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:16 | 15.03.2019
ნანახია: 826

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, მეჩეთში სროლას  40 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ მცირე 48 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალი ზელანდიის პრემიერის ჯასინდა არდერნის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი.

 „დაკავებულია ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაშია დაბადებული. ამ ადამიანებს ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თვდასხმა კარგად იყო დაგეგმილი. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელების სატრანსპორტო საშუალებებში იყო დამონტაჟებული, რომლებიც უკვე გაუვნებელყოფილია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე