პროკურორის თქმით, ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო

საქართველო, თბილისი - 17:01 | 05.03.2019
ნანახია: 970

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას წარმოადგინა ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, – ამის შესახებ პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, ხაზარაძე ამბობს, რომ წერილი შუამავალმა მიაწოდა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება, დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, შუამავალს არ ასახელებს”, – განაცხადა პროკურორმა.

ტყეშელაშვილის განცხადებით, წერილის წარმომავლობის დასადგენად  ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე