ხანძარი დაბა ჩაქვში - 5 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 14.12.2015
ნანახია: 1661

 დაბა ჩაქვში 5 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ორსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ხუთი ბინა დაიწვა. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.

გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელში გადაიყვანენ, ხარჯებს კი თავად გამგეობა დაფარავს. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე