მთაწმინდაზე სროლის ხმა ისმოდა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 05.03.2019
ნანახია: 917

თბილისში, მთაწმინდაზე, გუშინ სროლის ხმა ისმოდა. ვეჯინისა და ბესიკის ქუჩებზე   საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორმხრივი სროლის შედეგად ავტომობილი დაზიანდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ვეჯინის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღებას გეგმავდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებმა საპასუხოდ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე