მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 04.03.2019
ნანახია: 925

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცრდა 375 მუხლზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკევთა ერთი წლის და ერთი თვის ვადით.

სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება. ადვოკატები სუბელიანისთვის ფულადი სანქციის დაწესებას ითხოვდნენ.

მირზა სუბელიანი 2018 წლის ივნისში დააკავეს. მას ბრალად  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვა ედება. გამოძიების ინფორმაციით, სუბელიანს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საგამოძიებო უწყებებთან არ ითანამშრომლა. სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. საქმის განხილვის ფარგლებში დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე