წავკისი-თბილისის გზაზე ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 04.03.2019
ნანახია: 1025

წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

ავარია წუხელ, ი დროს მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.

სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები.

გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე