რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 55 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:32 | 01.03.2019
ნანახია: 1500

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან დააკავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მცხოვრები, 55 წლის გულადი ხუბუა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონთან, რომელიც შამგონას ესაზღვრება.  ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ე.წ. ცხელი ხაზი.  ამ წლის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 5 მოქალაქე დააკავეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე