პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ
საქართველო, თბილისი - 16:14 | 28.02.2019 ნანახია: 1190
იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შედეგად, მსჯავრდებულებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული მოწმობების ნაცვლად, ამიერიდან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა. ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს (ID) უფასოდ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემა. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, 2019 წლის 19 თებერვლიდან აღნიშნული გამონაკლისი გაუქმდა. ამასთან, შემოღებულ იქნა წესი, რომლის თანახმადაც, პირადობის ელექტრონულ (ID) მოწმობებს ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ. ისინი ერთჯერადად გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭირო მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა უვადოა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საფასურისგან გათავისუფლდებიან:
ü თუ პირველად იღებენ ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას თან არ აღმოაჩნდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
ü თუ მათ სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მომართვის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი 7 სამუშაო დღის განმავლობაში მივა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელ ყველა პროცედურას ადგილზე გაივლის.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემით, პირადობის დამადასტურებელ თანამედროვე და სანდო დოკუმენტს უკვე ფლობს საქართველოს 2 850 000-ზე მეტი მოქალაქე.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების შემდეგ, ქაღალდის პირადობის მოწმობის გაცემის შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევები რჩება ძალაში:
ა) პირს მძიმე ავადმყოფობის გამო ნების გამოხატვა არ შეუძლია და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით);
ბ) სერვისების განვითარების სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მაგ.: მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი);
დ) პირი, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით, იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი).
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















