ბულგარეთის დედაქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:27 | 27.02.2019 ნანახია: 1399
ქართულმა ღვინომ სოფიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ლილუაშვილის ინიციატივით, Seewines Gallery-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სადაც რამდენიმე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
როგორც თამარ ლილუაშვილი განმარტავს, ბულგარეთში ღვინოზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ბაზარიც ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართულმა ღვინომ მათ მოლოდინს გადააჭარბა.
საელჩოს ინიციატივით ბულგარეთში ძირითადად საოჯახო მარნებში დამზადებული, 2-3 წლიანი დაძველების ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინო. ქართული პროდუქციის ექსპორტი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ, ჩემს როლს ბულგარეში ქართული ნაწარმის პოპულარიზაციაში ვხედავ. პროექტის ფარგლებში ვგეგმავ, რომ ბულგარელებს ეტაპობრივად გავაცნო ის პროდუქცია, რაც ქვეყანაში იწარმოება, რათა მათ კარგად ნახოს რისი რესურსი და პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოების დაწყებით ბულგარელი ბიზნესმენებიც დავაინტერესო, მით უმეტეს, რომ საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა“, აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს ინიციატივით სოფიაში საქართველოში წარმოებული ლუდის დეგუსტაცია უკვე მოხდა, სამომავლოდ კი სოფიაში ქართულ ჩაისაც დააგემოვნებენ და შეაფასებენ.
აღსანიშნავია, რომ სოფიაში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინო, მათ შორის: 2017 წლის სოლიკოური ნახშირღელე - "ნიკოლაძეების მარანი", 2016 წლის ქისი – „დების მარანი“, 2015 წლის რქაწითელი - „არჩილის მარანი“, 2016 წლის მწვანე - „დორემი“, 2016 წლის გაუფილტრავი საფერავი, 2016 წლის საფერავი ბუდეშურისებრი - „ოქროს ღვინო“.
როგორც ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ლილუაშვილი აცხადებს, ეს ის ღვინოებია, რომლებიც ბულგარეთში ღვინის სახლებში უკვე იყიდება, რომლებიც ძირითადად გაუფილტრავი ღვინოების რეალიზაციაზე არიან სპეციალიზებულნი.
"გეტყვით, რომ ქართულმა ბიო ღვინოებმა ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაისში ღვინის სახლების სომელიე საქართველოში ჩამოდის, რომ ადგილზეა გაეცნოს საოჯახო მარნების მფლობელებს, ადგილზე დააგემოვნოს ქართული ღვინოები და შეისწავლოს გემოები, რათა სამომავლოდ ბულგარეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს და ის უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში იყოს წარმოდგენილი", აცხადებს თამარ ლილუაშვილი.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















