ლედი გაგა საქმროს დაშორდა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 20.02.2019
ნანახია: 1503

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა საქმროს დაშორდა. ის თავის აგენტ კრისტიან კარინოზე 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
სევდიანი ამბავი მომღერლის წარმომადგენელმა მედიას დაუდასტურა. „ ხანდახან ურთიერთობები მთავრდება. ისინი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდნენ, ყოველგვარი დრამატული ისტორიის გარეშე“, - განუცხადა ლედი გაგას წარმომადგენელმა ჟურნალ People-ს.

ხმები იმის შესახებ, რომ წყვილი ერთად აღარ არის, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გავრცელდა. ღონისძიებაზე მომღერალი ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. წყვილის დაშორების მიზეზები უცნობია.

ლედი გაგა და კრისტიან კარინო ერთმანეთს 2017 წლის თებერვლიდან ხვდებოდნენ. 2018 წლის ოქტომბერში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარინომ ლედი გაგას დაქორწინება შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე