იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
საქართველო, თბილისი - 15:35 | 18.02.2019 ნანახია: 1066
ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" და საქართველოს პროკურატურა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობას განაგრძობენ. პროექტის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის“ ფარგლებში, იმიტირებული პროცესები ამჯერად ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რომელშიც N17-ე, N21-ე და N24-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ. სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი - მოსწავლეებს პრაქტიკული სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგები ჩაუტარდათ, რომლებსაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ თათელიშვილი და დიანა წიქორაძე ხელმძღვანელობდნენ.
პროექტში ნაფიც-მსაჯულებად ქალაქ ქუთაისის N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქუთაისის ამერიკულ კუთხეში მათ ჩაუტარდათ შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ნაფიც-მსაჯულთა უფლებების და მოვალეობების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი" და „საუკეთესო ადვოკატი" დასახელდნენ. კონკურსში ქუთაისის N21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები, მედლები და ქუთაისის ამერიკული კუთხისგან სასაჩუქრე წიგნის ვაუჩერები გადაეცათ. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, საქართველოს პროკურატურის, ქუთაისის ამერიკული კუთხის და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















