ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 15.02.2019
ნანახია: 1232

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართა.

29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით იქნა არჩეული.

დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.

არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე