გიორგი მარგველაშვილი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის
საქართველო, თბილისი - 13:08 | 12.12.2015 ნანახია: 1997
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში, თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” 86 დელეგაციის წარმომადგენელს სიტყვით მიმართა:
“ვამაყობ, რომ საქართველო იყო იმ არსებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა თურქმენეთის სტრატეგიული და პოლიტიკური მომავალი. 20 წლის წინ გაკეთებულმა გონივრულმა არჩევანმა, მოიტანა ამ ქვეყნის პროგრესი, კეთილდღეობა და განვითარება. დღეისათვის თურქმენეთი წარმოადგენს წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში მართებული ადგილი უკავია”- განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე 2015 წელი დასასრულს უახლოვდება. ომმა სირიაში, ავღანეთში, ტერორისტულმა თავდასხმებმა პარიზში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში, ასევე რუსეთის აგრესიამ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და გადაუჭრელმა კონფლიქტებმა აღმოსავლეთ ევროპაში - მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, 2016 წლისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები გამოკვეთა.
მისი თქმით, ასეთ მგრძნობიარე და მოწყვლად გარემოში უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. “აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, ჩვენ კვლავ ვახერხებთ ვიყოთ NATO-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ავღანეთში. ჩვენი საერთო ძალა ინტენსიურ თანამშრომლობაში, პოტენციალში, შესაძლებლობებსა და განვითარებაშია. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისათვის”, -განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო სთავაზობს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საქართველო უზრუნველყოფს შავ ზღვაზე წვდომას ზღვაზე გასასვლელის არმქონე ევრაზიის კონტინენტის 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნისათვის. ქართული საზღვაო პორტები წარმოადგენენ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის ერთერთ არსებით დანიშნულების პუნქტს. “ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები სთავაზობენ ფართო მომსახურებას უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორებს. ანაკლიის ღია ზღვის პორტის მშენებლობის პროექტი გაზრდის ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის დინების მოცულობას უახლოეს მომავალში; შესაბამისად, ის წვლილს შეიტანს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის შემდგომ განვითარებაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონი არის საკვანძო რეგიონი, ახალი "აბრეშუმის გზის" განვითარებისათვის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი"-სა და "ბაქო-თბილისი-ერზერუმ"-ის მილსადენები, TANAP-ის მილსადენი, TAP-ის მილსადენი, ტრანს-კასპიური მილსადენი, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს, მეტად დაცულსა და საიმედოს ხდის და ქმნის შესაძლებლობას, რათა თანამშრომლობისა და უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ ჩამოყალიბდეს.
“გარწმუნებთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ყოველი ჩვენგანისათვის ახალ შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივას ხსნის. ეს ხელშეკრულება განსაკუთრებული მნიშვენლობისაა საქართველოს ეკონომიკისათვის და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისათვის. ის წაახალისებს ბიზნეს და საქმიან კონტაქტებს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და წაახალისებს ადგილობრივ ინვესტორებს”, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. მეტიც, დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. “ საქართველო ასევე მხარს უჭერს ახალ ინიციატივებს. "ლაპის ლაზული" მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მივესალმებით. საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს მის განხორციელებაში, რაც მისცემს ახალ შესაძლებლობებს სატრანზიტო დერეფანს და მოიტანს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს რეგიონისათვის და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის იდეას, რათა ჩატარდეს სურსათის უვნებლობის ფორუმი, რომელსაც გლობალური და ჰუმანიტარული მისია ექნება”- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს მიზანია ამ ტრანს-რეგიონალური პროექტების შედეგად, ერთმანეთს დავაკავშიროთ ათეულობით ქვეყანა და ათობით მილიონი ხალხი ევროპასა და აზიაში და ამგვარად, გავხდეთ მათი კეთილდღეობის, განვითარებისა და ინტერესის მიზეზი.
“მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისათვის; მჯერა, რომ ეს ღონისძიება წვლილს შეიტანს ჩვენი ყველა ქვეყნის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და შემდგომ განვითარებაში” - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















