თეოლოგი გოჩა ბარნოვი სასულიერო აკადემიიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 14.02.2019
ნანახია: 753

თეოლოგი გოჩა ბარნოვი სასულიერო აკადემიის ლექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება სასულიერო სემინარიის საბჭომ მიიღო. 

სასულიერო სემინარიის საბჭო სამი საათის განმავლობაში მსჯელობდა, შეეჩერებინათ თუ არა ბარნოვისთვის ლექციების ჩატარების უფლება. 

​თავდაპირველად თეოლოგს უფლებამოსილება დროებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს. სემინარიისთვის და საპატრიარქოსთვის გოჩა ბარნოვის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე დაფიქსირებული პოზიცია გახდა მიუღებელი.

თავად თეოლოგი პოზიციის და შეხედულებების შეცვლას არ აპირებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე