ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 14.02.2019
ნანახია: 1025

ქვემო ქართლის პროკურატურამ ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გიორგი არევაძე 2004-დან 2007 წლამდე ბოლნისის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. სავარაუდოდ გამოძიება მას გამგებლობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ედავება.

პროკურატურაში არევაძის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი არევაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს წარუდგენენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე