შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 14.02.2019
ნანახია: 889

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს - ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

"საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან" - აცხადებს შსს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე