ნანა კაკაბაძე: გიორგი მარგველაშვილის არგაკეთებული განცხადება ტოვებს კითხვის ნიშნებს
საქართველო, თბილისი - 17:53 | 11.12.2015 ნანახია: 2210პატიმრების შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი და ახლანდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა. დაკითხვისას მათ კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი პირები დაასახელეს, თუმცა, საჯაროდ მათი გვარები არ გაუმხელიათ.მათი განცხადების თანახმად, საუბარია როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე სხვა საჯარო პირებზე. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ როდესაც პატიმრების შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი იყო, მას პოლიტიკოსები მუდმივად ურეკავდნენ და სთხოვდნენ ესა თუ ის პატიმარი შეეწყალებინა. მისივე თქმით, შემდეგ გაარკვია, რომ ამ პირებს ქრთამი ჰქონდათ აღებული პატიმრების გათავისუფლებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებზე ”პრაიმნიუსჯორჯია” შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილ წვერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის”თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს ქონდა ნამდვილი ინფორმაცია, რომ საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ- ნახევარ დოლარზე. მან აღნიშნულ საკითხზე წელიწად-ნახევრის წინ ესაუბრა როგორც მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. აღნიშნულმა განცხადებამ პატიმართა შეწყალების საქმში ჩართული ყველა პირის მიმართ და თავად ალეკო ელისაშვილის მიმართ ნეგატიური განწყობები გააჩნია. როგორ ფიქრობთ, სად იყო იგი ამ დრომდე და რატომ იყო ჩუმად, თუკი მართლა იყო ინფორმირებული ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით?
-ეს კითხვა მეც გამიჩნდა, როგორც კი ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერდა და როდესაც GDS-ის ტელევიზიამ ამ თემაზე სასაუბროდ მიმიწვია. მათ ვთხოვე, რომ ჩემს მისვლას მხოლოდ იმ შემთხვევეაში ექნებოდა აზრი, თუ იქ ალეკო ელისაშვილი იქნებოდა. ტელევიზიამ უზრუნველყო მისი პირდაირი ჩართვა და პირადად ვკითხე, სად იყო წელიწადნახევრის განმავლობაში, თუკი ასეთი ინფორმაცია ჰქონდა. მან განაცხადა, მე ეს ინფორმაცია პრეზიდენტს, დავით უსუფაშვილს და თინა ხიდაშელს მივაწოდეო. ასევე, როცა პროკურატურაში ჩემს ამომრჩეველს ვახლდი თავის პირად საკითზე, იქ შემხვდა იმდროინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე და მას ვუთხარიო, ასევე მაშინდელ პროკურორსაცო. მე ვუთხარი, განცხადებით რატომ არ მიმართა პროკურატურას და არ დაიწყო პროცედურა, რათა ასეთ შემთხვევეაში არ დასჭირდებოდა ალეკო ელსიაშვილს მკითხაობა, რადგან კანონი ითვალსიწინებს, რომ განცხადებით მიმართვის შემთხვევეაში, 10 დღეში მას ეცნობებოდა, რა რეაგირება მოჰყვა მის განცხადებას და სრულდა იქნებოდა საქმის კურსში, რა მოხდებოდა ამ საქმესთან მიმართებაში. მან თქვა, განცხადებით არ მივმართე, მაგრამ საკმარისი არ იყო, რომ ეს ამბავი მოვუყევიო? რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ასეთი სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე ინფორმაციის დროს განცხადებით არ მიმართავ პროკურატურას ასე არასერიოზულად, ვიღაცას შემთხვევით მიყევი პროკურატურაში და იქ ამბავი მოყევი, ძალიან არაადეკვატურია. რადგან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მაშინდელ დეპუტატ თინა ხიდაშელს უთხრა, შევეკითხე, რომელიმე მათგანთან თუ მოიკითხა, რა რაეგირება მისცეს წელიწადნახევრის განმავლობაში მის მიერ გაცემულ ინფორმაციას და ალეკო ელისაშვილმა პასუხს თავი აარიდა. ფაქტიურად რა იკვეთება: თუ ალეკო ელისაშვილმა რეალურად მიაწოდა ინფორმაცია ზემოთ დასახელებულ პირებს და მათ ამაზე სათანადო რეაგირება არ მოხდინეს, ანუ არ აცნობეს ამის შესახებ პროკურატურას, იმას ნიშნავს, რომ ამ სამმა პირმა დაფარა საკმაოდ სერიოზული დანაშაული, რის გამოც ამ სამი პირის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამ სამი პირიდან ორმა უკვე გააკეთა განცხადება. თინა ხიდაშელმა თქვა, ალეკო ელისაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით კია, არა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ისაუბრაო, ხოლო დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ასეთი ინფორმაცია საერთოდ არ მახსოვსო. რჩება ერთადერთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც დღემდე საჯაროდ არ განუცხადებია, ელაპარაკა თუ არა ელისაშვილი მას, ამ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით. მართალია, პრეზიდენტს დაკითხავენ და პროკურატურას ჩვენებას მისცემს, მაგრამ, რადგან ის საჯარო პირი და ქვეყნის პრეზიდენტია, საზოგადოების წინაშე ვალდებული იყო, ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე ხალხისთვის ეთქვა, შედგა თუ არა ასეთი საუბარი. გიორგი მარგველაშვილის არგაკეთებული განცხადება ტოვებს კითხვის ნიშნებს, ხომ არ ესუბრა ალეკო ელსიაშვილი თუნდაც პრეზიდენტს.
-ამ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ პრეზიდენტი, რომელსაც ქონდა ეს ინფორმაცია და მან დანაშაული დაფარა?
- საინტერესოა, რას იტყვის გამოძიება. თუკი გამოძიებამ თქვა, რომ ამ სამი პირისთვის ალეკო ელისაშვილს ინფორმაცია არ მიუცია, მაშინ რჩება მეორე სისხლის სამართლის საქმე, რომ ალეკო ელსიაშვილმა პროკურატურაში ცრუ დასმენა მოახდინა და ასეთ შემთხვევეაში სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას თავად მის წინააღმდეგ.
-ალეკო ელისაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, რომ იგი წელიწადნახვრის განმავლობაში ფარავდა დანაშაულს, რადგან მას შეეძლო პროკურატურაში მისვლა და დაკითხვა მოეთხოვა...
- ის ამბობს, მხოლოდ პირადი საუბრებით შემოვიფარგლე, როცა შემთხვევით გადავეყარე პროკურორის მოადგილესო. დღეს კი, მიიჩნევს, რომ სერიოზული დანაშაულია მომხდარი და არ ვიცი, მისი მხრიდან რამდენად სერიოზული იყო მისი მხრიდან ”გადაყრით” საუბარი. თან კონკრეტულად აბობს, რომ 200 ათასი დოლარი ქონდათ აღებული ბეს სახით და მილიონნახევრს კიდევ ელოდებოდნენო. ასეთი ინფორმაცია გაქვს ადამიანს და პროკურატურასთან ”აიარ-ჩაიარა” მოყოლით უნდა შემოფარგლულიყო, როცა ამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს?
-როგორც ცნობილია პროკურატურამ იგი და შეწყალების კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე უკვე დაკითხა. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული გვარების დასახელების შესახებ?
- თავად თქვა, გვარები დავასახელეო, მაგრამ საკმარისი ეს არ არის, რადგან საჭიროა მტკიცებულება. გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერი დანაშაული ტოვებს კვალს. გამოძიება ვალდებულია მივიდეს და აღმოაჩინოს, არის თუ არა ეს რეალობა. მთავარია, რომ ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას მისცეს სწორი და სრული ინფორმაცია, დანარჩენი გამოძიების საქმეა.
-საინტერესოა, როცა თავად იყო კომისიის თავმჯდომარე, მის გარეშე რამდენად შეაძლებელი იყო, სინამდვილეში რაიმე მომხდარიყო, როცა ცნობილია, რომ დოკუმენტაციას საბოლოოდ ხელს კომისიის თავმჯდომარე აწერს?
-ბევრი მითქმა-მოთქმა გამიგონია შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების პერიოდშიც. გამიგია პატიმრებისგან, რომ შეწყალების დროს ციხიდან უშვებენ ადამიანებს, რომლებსაც უფრო დიდი სასჯელი აქვთ, უფრო მძიმე დანაშაული აქვთ - ვიდრე ჩვენო, უფრო ნაკლები აქვთ მოხდილი და მძიმე სასჯლების მიუხედავად, ჩვენ პატიმრობაში გვტოვებენო. რა თქმა უნდა, პატიმრების დონეზე იყო საუბარი, რომ ამის უკან კორუფცია დგასო, მაგრამ ეს ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო. ვითვალისიწნებდი, რომ კომისია არ იყო შემდგარი ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც შეეძლოთ კვალიფიციურად მისდგომოდნენ საკითხს და ვფიქრობდი, რომ ეს უფრო არაკვალიფიციურობის შედეგია და არა- კორუფციის. პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერი პირი შეიწყალოს, რა თქმა უნდა, სამართლიანობის ჩარჩოში, მას ვერ მოედავები, რატომ გაათავიუფლა მძიმე დანაშაულის მქონე პირი და მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი რატომ დატოვა ციხეში. როდესაც გიორგი მარგველაშვილმა აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა, იმდენად არაადეკვატური იყო, არც დადგენილ ჩარჩოში ჯდებოდა, არც პატიმრობის ის ვადა ქონდა მოხდილი, რასაც დებულება ითვალისწინებდა, რომ შეწყალების კომისიას განეხილა, არც ის სასჯელი იყო, რომელიც პირდაპირ გათავისუფლებას უნდა დაქვემედებარეობოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შეწყალება მოხდა და სულაც არ ჩამითვლია, რომ ამ ფაქტის უკან კორუფცია იდგა. რადგან პრეზიდენტს უფლება აქვს, ნებისმიერი პირი შეიწყალოს, ადგა და შეიწყალა. კეთილი ინებოს ალეკო ელისაშვილმა, გახსნას ეს სქემები და გვითხრას, როგორ ხდებოდა შეწყალებები. გიჟები ხომ არ იყვნენ, თუკი ამხელა თანხების გადახდა ხდებოდა, ე.ი. შედეგის მომტანი იყო ეს გადახდა, თორემ მილიონ ნახევარს ვინ გადაიხდის, თუკი არ იცის, რომ ეს შედგიანია. მე ვერცერთ გათავისუფლებულ პირზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამის პარალელურად სხვა რატომ არ გამოუშვა, ამაზე ვდაობთ.
-თუკი შეწყალების კომისიის მაშინდელ საქმიანობას არაკომპეტენტურად შეაფასებთ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პატიმართა გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დოკუმეტების გადაუმოწმებლად აწერდა ხელს?
-მას მოუწევს დაასახელოს პატიმარი, ვის გამოც 200 ათასი და მილიონნახევარი გადაიხადეს. საჯაროდ თუ არა, გამოძიებას მაინც უნდა უთხრას. მიხეილ სააკაშვილის დროს, პირადად მე და ჩემი ორგანიზაცია ყველაფერზე ვსუაბრობდით, წამებაზე, ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, სიკვდილიანობაზე და არათუ დაგვიმტკიცებია, ევროპარლამენტის პორეზიდენტი ტერი დევისი რომ იყო ჩამოსული, დოკუმენტაცია ხელში მივეცით და მან უშუალოდ გადასცა მიხეილ საკააშვილს. შეწყალებები, რომელიც მაშინ ხორციელდებოდა, აუცილებლად ახლდა პოლიტიკური კორუფცია და ერთხელ არ გაჟღერებულა ჩვენგან, რომ ამის უკან ფულადი ინტერესები დგას. იმდენად მძიმეა, იფიქრო ადამიანზე, რომელიც ციხეში ზის, შეგიძლია გათავისუფლება და მის პატრონს ფულს სძალავ, ამის უკან იმდენად დიდი პასუხისმგებლობა დგას, რომ თავში აზრადაც კი არ მოგვსვლია, ამაზე გველაპარაკა. ვერც წარმოვიდგენ, რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ციხეში ადამიანებს ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ, მიხეილ სააკაშვილი ვინმეს გათავისუფლებაში ფულს იღებდა.
-პატრიარქის გარკვეულ კონტექსტში ნათქვამმა სიტყვამ პროცესები სხვა მიმართულებით წაიყვანა. გაკეთდა ბევრი შეფასება და ითქვა, რომ პატრიარქის განცახებამ ხელსიუფლების დიდი ნაწილის ლუსტრაცია მოახდინა. თავად პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა უმრავლესობიდან განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა შექმნილი ვითარება გარკვეული პოლიტიკური ინტერსებისთვის გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რეალურად შეიძლება თუ არა, რომ მისი არაკვალიფიციური განცხადების უკან პოლიტიკური ძალა და ინტერესები იდგეს?
-ამ კითხვის ადრესატი ალეკო ელისაშვილია, მაგრამ რომ არა, პატრიაქრის განცხადება, თვითონ დანაშაულის დაფარვას აპირებდა? რომ არა პირადად უწმინდესის განცახდება, ალეკო ელისაშვილი დანაშაულის დაფარვის პროცესში იმყოფებოდა, თუკი ამ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეწყალების, უდო-ს კომისიაში თუ რაიმე შეხებაში იქნება პატიმრებთან, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მათ აუცილებლად დაურეკავენ და პატიმრის გათავისუფლებას სთხოვენ. ამას კანონი არ კრძალავს და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ნებისმიერს გაუწიოს ლობირება, რათა გაათავისუფლოს პატიმარი, მიიტანოს არგუმენტები, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ან ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ უკვე გაცნობიერა და ის საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის. ეს პოლიტიკოსის და მით უმეტეს, ხალხის არჩეული დეპუტატის ვალდებულებაც არის. პოლიტიკოსი საარჩევნო ხმებზე ფიქრობს და სულაც რომ არ ტკიოდეს ამა თუ იმ პატიმრის ტკივილი, იმისთვის, რომ პატიმრის ოჯახის და გარემოცვის მხარდაჭერა კიდევ მოიპოვოს, რა თქმა უნდა, დაურეკავს, იქ ელისაშვილი იქნება, თუ სხვა ადამიანი. რისთვის ხარ კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, თუ ამ რეკომენდაციებიდან სწორი და არასწორი რეკომენდაცია ერთმანეთისგან ვერ გაარჩიე? ზარების რაოდენობამ როგორ შეიძლება განსაზღვროს შემოსული ზარების უკან კორუფცია იდგა თუ გულწრფელი დახმარების სურვილი. როგორ შეიძლება უტყუარი მტკიცებულების გარეშე ვინმეს ცილი დასწამო, თუკი თავად არ ხარ ასეთი და არ გაქვს ბინძური აზროვნება.
-თქვენი აზრით, რამდენად არსებობს შანსი, რომ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში თავისი ბრალდებები დაასაბუთოს, მთლიანობაში რა უკეთეს, ან უარეს შემთხვევაში რაიმე მოიტანოს?
- მე სრული უნდობლობა გამიჩნდა ალეკო ელისაშვილის მიმართ, ასეთი არასერიოზული განცხადებების გაკეთების შემდეგ. ვიცი, რომ პოლიტპატიმრები უახლეს დღეებში გეგმავენ ღია ეთერში შეხვედრას, სადაც მას მოსთხოვენ, დაასახელოს იმ პოლიტპატიმართა გვარ-სახელები და ის ადამიანები, ვინც ფულს იხდიდა და ვინც მას იღებდა ამ ადამიანების სიაში მოსახვედრად. პირდაპირ არა, მაგრამ ალეკო ელისაშვილმა ირიბად ახსენა, პოლიტპატიმრებზეც მსმენია კორუფციის შესახებო და ისინი პასუხს მოსთხოვენ, რათა კონკრეტულად დაასახელოს ვისზე სმენია და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამაზე ხელს ითბობდა. მე ზუსტად ვიცი, რომ იმის დამტკიცებას ვერანაირი ადამიანი ვერ შეძლებს, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ პირის მიმართ, ვინც ცრუ დასმენას ახდენს ხელშეუხებელი თემის მიმართ. მაინტერესებს, დამტკიცდეს, ალეკო ელსიაშვილი ამბობს სიმართლეს, თუ იგი მატყუარაა.
”პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს