საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს - ლევან ჩიკვაიძე
საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.02.2019 ნანახია: 1480
2018 წელს საქართველოს ფოსტამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთან თიბისი ბანკთან, აღნიშნულია კომპანიის გასული წლის შეჯამებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში განახორციელონ მათთვის სასურველი საბანკო ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა, ასევე საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ასევე, გასულ წელს საქართველოს ფოსტამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლა, საქართველოში ჩატარდა PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომა, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იქნა საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები. ასევე საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით პირველად საქართველოში გაიმართა „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“, რომელსაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტები და ხედვები.
„საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს. მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს რიგი სერვის ცენტრების განახლებას თბილისსა და რეგიონებში, ახალი სერვისების დანერგვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით საქართველოში. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კომპანიის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 800-ზე მეტი კადრი. საქართველოს ფოსტა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს“, აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















