მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? - ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრს
საქართველო, თბილისი - 10:34 | 08.02.2019 ნანახია: 1214
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დედამისს, განათლების სამინისტრომ მორალური სასამართლო მოუწყო. მისი თქმით, საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
“არ მოგატყუებთ და დღემდე, ამ სხდომამდე, მქონდა იმედი, რომ (განათლების მინისტრი) ან შეცდომას დაარქმევდა ამას, ის იტყოდა, რომ კანონი დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და, შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ მთელ ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტად რომ მორალური სასჯელი იყო. ის სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა”, - აღნიშნა შენგელიამ.
მისი თქმით, ია კერზაისათვის, რომელიც 35 წელზე მეტს ხანს ემსახურებოდა გნათლების სისტემას, ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, თუ როგორ დაუნდობლად ექცეოდა ეს სისტემა.
„ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა განათლების სისტემას... მისთვის ყველაზე მძიმე ზუსტად ეს მორალური და ემოციური ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა ერთერთ ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანს, ვინც ზუგდიდში ცხოვრობს. მან ვერ აიტანა ზუსტად თქვენგან ის, რომ მას ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა...ვთხოვ მინისტრს, რომ მან ამ ორ დანაშაულზე პლუს მორალური პასუხისმგებლობაც აიღოს და კარგად დაფიქრდეს იმაზე, რაც დღეს თქვა.
მან თქვა რამდენიმე რაღაც, რაც რეალობა არ ყოფილა... სამეგრელოში იციან თქმა, თქვენი ხელიდან მკვდარიაო, თქვენი ხელიდან გათავისუფლებული იყო ის, რადგან 49-ე მუხლით უარის შემდეგაც შეგეძლოთ გათავისუფლება და იმას ნუ დაგვამადლით, ერთი კვირა კომაში რომ იყო ადამიანი და კომიდან რომ არ გაათავისუფლეთ, ეს არის ძალიან მძიმე მორალური პასუხისმგებლობა, ძალან მკაფიო სამართლებრივი კაზუსი და დილემა თქვენი, რომ დაიწყოთ გამოძიება”, - თქვა ბაჩანა შენგელიამ და განათლების მინისტრს მიმართა: „ყველას, ვინც მორალზე საუბრობთ, მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“ - თქვა ბაჩანა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















