გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 17:36 | 07.02.2019
ნანახია: 1184

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მთელი დღის განმავლობაში მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსახიობს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება, ღირსების ორდენი; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. მონაწილეობდა 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე