ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 13:55 | 07.02.2019 ნანახია: 1265
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა -სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, წესრიგში მოსაყვანი. რაც მთავარია დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქურა აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი. კამერები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, ჩვენს თანამშრომლებსაც. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება - თბილისს ექნება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი. აბსოლუტურად თანამედროვე და საკმაოდ დიდი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის უფლებების ნაწილში შესაბამისი სტანდარტის დაცვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის”
მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















