პოლონეთში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:52 | 07.02.2019
ნანახია: 970

პოლონეთში, პოვიატის რეგიონში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ისინი რამდენიემ საქმეში ფიგურირებდნენ და ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებდნენ.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სახლებში უსაფრთხოების რგოლის გათიშვის შემდეგ ფანჯრიდან შედიოდნენ და ფულს, ძვირფასეულობას, ელექტრონულ აღჭურვილობასა და ტანსაცმელს იპარავდნენ.

საპატრულო ეკიპაჟმა მათი მანქანა გააჩერა, საიდანაც ჩხრეკისას ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღო.

ერთი დაკავებულების ასაკი 29-დან 43 წლამდეა. მათ ბრალი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობაში ედებათ და  სავარაუდოდ, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე