თბილისში, მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმების სახლი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 17:19 | 06.02.2019
ნანახია: 996

 თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე  ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად  გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძლდება და ჯერ არ არის დადგენილი, სახლიდან თანხა როდის მოიპარეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქტნით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს ბინაში უკანონო შეღწევის გზით. დანაშაული  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

31 იანვარს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურდობა მათი დაკრძალვის დროს მოხდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე