გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 05.02.2019
ნანახია: 1150

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია.

სხვადასხვა დროს გურანდა გაბუნია იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 

1975 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა(ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი(რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი(ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი(ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვა.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები:  ირინე(სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"),  ისმენე(ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვა

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე