ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს - IPM
საქართველო, თბილისი - 17:15 | 04.02.2019 ნანახია: 1342
ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IPM აქვეყნებს. ზამთარი ვირუსების სეზონია და როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ
რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა.
IPM-მა საქართველოს მასშტაბით 1000 რესპონდენტ გამოკითხა და დაინტერესდა თუ რა ინტენსივობით მიმართავდნენ თვითმოვლის ამ აქტივობას და რა დროს ხარჯავდნენ ხელის დაბანის პროცედურაზე.
აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5%-ი ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ.
"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია", აცხადებენ IPM-ში.
ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე. ეს ხანგრძლივობა რეკომენდებულ დროსთან შედარებით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის რეკომენდაციით, ხელების დაბანას სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.
ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული. 2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















