დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 04.02.2019
ნანახია: 877

დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ზაზა ბერიკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ის 5 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზაზა ბერიკაშვილმა 16 დეკემბერს თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა დააზიანა.

მომხდარი ინციდენტის გამო ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

საქმის არსებითი განხილვა 12 თებერვალს ჩაინიშნა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე