ზესტაფონში ძმის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 01.02.2019
ნანახია: 1499

სამართალდამცველებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა" - აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე