პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას უპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 15:27 | 11.12.2015
ნანახია: 1647

 „პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობას შორის დაპირისპირებაა. ეს კი მთავრობის იმ ინიციატივას უკავშირდება, რომლის თანახმად, მთავრობა ითხოვს, მიენიჭოს უფლება, რომ საშემოსავლო გადასახადი კონკრეტულ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ 3%-მდე შეუმციროს.

ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და პარლამენტში ინიცირებულია, რომლის თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პირებს ექნებათ შემოსავლის 3%-იანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება.

უსუფაშვილის უკმაყოფილება კი სწორედ ამ ინიციატივამ გამოიწვია, რადგან ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან ლახავს გადამხდელთა თანასწორობის პრინციპს. რაც მთავარია, მთავრობისთვის ამ უფლების მინიჭება, კორუფციულ მომენტს აჩენს, რადგან მთავრობის პრეროგატივა იქნება, საქმიანობა თავად გამოარჩიოს, რომლის გადასახადსაც თითქმის 6-7-ჯერ შეამცირებს.

„პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, უსუფაშვილმა ამ კანონის მიღებაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ მთავრობამ განმარტება საჯაროდ გააკეთოს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე