ნაკლებად შესაძლებელია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია - ილარიონ ალფეევი
საქართველო, თბილისი - 13:09 | 01.02.2019 ნანახია: 1009
რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა
“არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს უკრაინის ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესეობამ, ძალიან კარგად იცის ეკლესიაში არსებული რეალობა და კარგად იცის, რაც მოჰყვება მათთვის, ამ გადაწყვეტილებას. იქ არიან ახალგაზრდა მღვდელმთავრები, რომლებიც არიან ღია ან ფარულ ოპოზიციაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და მოუწოდებენ აღიარონ უკრაინის ეს ე.წ. ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება არ წასულიყო კრეტის კრებაზე. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება არ წავსულიყავით ამ კრებაზე, ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არწასვლისა, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობა იყო.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო დიპტიქში მეექსვსე ადგილს მოითხოვს. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ჩვენს დიპტიქში ის მე-6 ადგილს იკავებს. მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, საქართველო ჩვენს დიპტიქში მე-5 ადგილს დაიკავებს. კონსტანტინოპოლის დიპტიქში კი საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. არავინ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, არ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხის გადახედვას. ამ ფაქტების ერთობლიობის გათვალსიწინებით, ნაკლებად შესაძლებელია, რომ საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მთვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“ - ამბობს ილარიონ ალფეევი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















