ელენე თევდორაძე - პატიმრის შეწყალება არის ჰუმანური აქტი და დღეს ამ აქტის მიმართ ნდობა იკარგება

საქართველო, თბილისი - 15:24 | 11.12.2015
ნანახია: 2203

“10 წელი ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. ამ პერიოდის მანძილზე ყოფილა ძალიან ბევრი ჭუჭყიანი სიტუაცია”, - განაცხადა „არგუმენტის დროში“ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავჯდომარემ ელენე თევდორაძემ.

„ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეწყალების კომისიას, როგორც ინსტიტუციას, და საერთოდ ამ ცნებას ავტორიტეტი არ შელახვოდა. კადრს მიღმა მეც ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ ვცდილობდი ეს საზოგადოებამდე არ მისულიყო რადგან პატიმრის შეწყალება არის ძალიან ჰუმანური აქტი და მის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს. დღეს ამ განცხადებების ფონზე ეს ნდობა იკარგება“, - აღნიშნა თევდორაძემ.

თევდორაძის თქმით, მისი თავმჯდომარეობის 10 წლიანი პერიოდის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როცა კომისიის რეკომენდაციით გათავისუფლებულ პატიმარს კვლავ ჩაედინოს ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე