სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 31.01.2019
ნანახია: 965

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მლნ. ევრო უნდა გადაუხადოს.  გადაწყვეტილებით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევისთვის, თითოეულ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე