ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 12:46 | 31.01.2019 ნანახია: 1362
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად და მნიშვნელოვანია ის, რომ ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხის და იმ დონის, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა დიდ ქალაქებში", განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებში და პარამეტრებში.
"2012 წელთან შედარებით, ჩვენ ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით ჩვენ 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს ის შეადგენს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს.
ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ჩვენს რეგიონულ ინფრასტრუქტურაში დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიც არის წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება,
"ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან.
ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული და კომპლექსური. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს, პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, რომ პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას, მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები არის ძალიან მაღალი. აქცენტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ჩვენ ქართულ ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















