ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 31.01.2019
ნანახია: 1439

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა. მძიმედ დაშავდნენ ბავშვის მშობლები და ავტომანქანის მძღოლი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე