საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 31.01.2019
ნანახია: 1192

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.

მიხეილ დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე