სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციული გარიგების არცერთი შემთხვევა არ შემიმჩნევია - გიორგი ქობულია

საქართველო, თბილისი - 16:23 | 30.01.2019
ნანახია: 956

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია NDI-ს კვლევის შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციული გარიგების შემთხვევები არ შეუმჩნევია.

ნახევარი წელია რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში და მე არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, არც მსმენია ამის შესახებ არავისგან. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც ქვეყანაშიც, ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს არსებობს, - აცხადებს მინისტრი.

 NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34% კი ამბობს რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 21% თვლის, რომ საერთდ არ არის გავრცელებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე