1-ელი თებერვლიდან ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 30.01.2019
ნანახია: 910

როგორც ნარჩენების თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განხორციელება 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება.

აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად აღსრულებისათვის, სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით თითოეული სპეციფიკური ნარჩენის შესახებ უკვე შეიმუშავა სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიები, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესაბამისი ზომები ნარჩენი შესაფუთი მასალის წარმოქმნის პრევენციის, მისი ხელახალი გამოყენების, რეციკლირების შესახებ, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობაზე გადასვლას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე