საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 29.01.2019
ნანახია: 986

მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად,  წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე