"რუსთავი2"-ის ჟურნალისტის დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

საქართველო, თბილისი - 15:49 | 25.01.2019
ნანახია: 974

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტის დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რისთავი2“ ავრცელებს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს

სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე