კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით - ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 13:23 | 23.01.2019 ნანახია: 1341
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აგრძელებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს, მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა პანელზე Eurasia in a New Global Context, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი და ჟურნალისტებს მოკლედ გააცნო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.
„ყურადღებას გავამახვილებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და რომელსაც აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განმარტებით პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია რომ გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში შეიქმნას განვითარების შესაძლებლობა. თუ არ იქნება სტაბილურობა არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველო წარსდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით რაც მას რეგიონში გააჩნია"
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ.
„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძლიან მნიშნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენცია არსებობს. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი მარშუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად საჭიროა საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















