ირაკლი შიხიაშვილის „OttoBock“ -თან შეხვედრები ბერლინში გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 11.12.2015
ნანახია: 1599

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა „OttoBock Health Care GmbH"-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქალაქ ბერლინში მოინახულა და დაათვალიერა „OttoBock“-ის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც გამოფენილია მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული ულტრათანამედროვე პროთეზები.

შეხვედრაზე „OttoBock"-ის  წარმომადგენლებმა გამოთქვეს თანხმობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეიქმნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, ქართული მხარე გახდება "OttoBock"-ის სტრატეგიული და ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოში დაინერგება პროთეზირების უახლესი ტექნოლოგიები, რითაც ისარგებლებენ როგორც ქართველი ამპუტანტი ვეტერანები, ასევე რეგიონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც საჭიროებენ პროთეზირებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე